თბილისის N124 სკოლის მოსწავლეებმა სოციალური პროექტის განხორციელებისთვის, კონკურსის გზით, ფულადი ჯილდო მოიპოვეს
27-01-2025

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისიდან სკოლაში მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრისა და საპატრიარქოს თანამშრომლობით, ფუნქციონირებს ღირებულებითი განათლების კლუბი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრები მოიცავს იმ მთავარი თემების განხილვას, რომელიც მოზარდების სულიერი განვითარებისთვის აუცილებელია.

სემესტრის ბოლოს, მოსწავლეები კონკურსში - „ქრისტიანობა და ხელოვნება“ მონაწილეობდნენ, რომელშიც პირველი ადგილი დაიმსახურეს. მოსწავლეებმა, მომდევნო სოციალური პროექტის განხორციელებისათვის, მიიღეს ფულადი ჯილდო. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...