ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა თუ პროექტში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, სკოლა მოსწავლის - თამარ ხოჯანაშვილის წარმატების შესახებ ინფორმაციას გვიზიარებს. მოსწავლე 2024 წლის „მის ვარსკვლავი საქართველო“ გახდა.
სასკოლო საზოგადოება ულოცავს მას გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს „მის და მისტერ ევროპა 2025-ის“ კონკურსზე, სადაც ის საქართველოს წარადგენს.
კონკურსი ბულგარეთში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
იხილეთ ფოტოები: