ფოთის N7 სკოლის 2022-2023 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულ სალომე ყურაშვილს კუთვნილი მედალი გადაეცა
27-01-2025

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდების განვითარებაზე, მათ ხარისხიან განათლებასა და წარმატებულ მომავალზე ზრუნავენ. 

სწორედ ამის დასტურია კურსდამთავრებულთა მიღწევები. მათ შორის, 2022-2023 სასწავლო წლის მედალოსანს - სალომე ყურაშვილს კუთვნილი მედალი და სერტიფიკატი გადაეცა. 

აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია ნიკო ნიკოლაძის სახელობის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა.

„გვიხარია სალომეს აღიარება და ვუსურვებთ მას წარმატებებს შემდგომში“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203