ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლაში ახალგაზრდების განვითარებას, მათ ხარისხიან განათლებასა და წარმატებულ მომავალს დიდი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამის დასტურია კურსდამთავრებულთა მიღწევები. მათ შორის, 2022-2023 სასწავლო წლის მედალოსნებს კუთვნილი მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ.
სკოლაში კურსდამთავრებულებს დამსახურებულ ჯილდოს ულოცავენ და წარმატებებს უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები: