ზაზა ჩხაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები: ნიკა მგელაძე, ლილე გოგუაძე, ზურა ცეცხლაძე, რუსუდან ვადაჭკორია, ბარბარე გოგუაძე და დავით ჭარმაკაძე izrune.ge-ს საგანმანათლებლო ტესტებს მონდომებით, აქტიურად და დიდი წარმატებით ასრულებენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათი ენთუზიაზმისა და სიბეჯითის დასტურია ის ჯილდოებიც, რომლებიც მათ პირველ სემესტრში მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა პედაგოგები მერი ჩიკვილაძე, სალომე ტოროტაძე არიან.
„სკოლა ამაყობს ჩვენი წარმატებული მოსწავლეებით“,- ამბობენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.