საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-3 კლასელებმა დიდ სცენაზე გაცოცხლებული ცნობილი ზღაპარი ნახეს 
27-01-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში თეატრში სტუმრობა არაფორმალური განათლების განუყოფელ ნაწილად არის ქცეული. 

ახლახან, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-3 (დამრიგებელი ეკა ხეჩუაშვილი) და მე-3 (ქეთევან გაგოშიძე) კლასის მოსწავლეები, შემეცნებით-გასართობი ექსკურსიების ფარგლებში, იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

მოსწავლეებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ყველასათვის ცნობილი ზღაპარი, სპექტაკლი - სახელწოდებით - „ურჩხული და ლამაზმანი“.

მოსწავლეები თეატრიდან უდიდესი შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203