ახალსოფლის საჯარო სკოლაში ნახატების გამოფენა-კონკურსი გაიმართა
27-01-2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში ნიჭირი, შემოქმედებითი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 

მათ შორის, სკოლაში ზამთრის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა-კონკურსი გაიმართა, რომელშიც VII, VIII და IX კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

საპრიზო ადგილის მფლობელები ფარული კენჭისყრის გზით გამოვლინდნენ. მათე დოლიძე, ანამარია სიხარულიძე და ანა ჩხარტიშვილი დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებით. ქრისტინა ხარაბაძეს კი, ხელოვნების მასწავლებელმა პერსონალური საჩუქარი გადასცა. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

ვიდეო 

ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...