ნიგოითის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული სადღესასწაულო სანახაობა 
27-01-2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლაში დიდი ხალისი და ჟრიამული იყო. 

იქ სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლოს, საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი - ცირა გოგეშვილი ხელმძღვანელობდა.

სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა საახალწლო სიმღერებითა და ცეკვებით სადღესასწაულო განწყობა შექმნეს. მათ შესაძლებლობები დიდი წარმატებით წარმოაჩინეს და 2025 წელი ყველას მიულოცეს.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ 2025 წელს. წინ ბედნიერი, წარმატებული და სასიამოვნო მომენტებით სავსე წელი გელოდებათ“,- აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203