გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი სადღესასწაულო ღონისძიება 
27-01-2025

გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

მათ შორის, იქ, საახალწლო ღონისძიება ჩატარდა, რომლითაც მოსწავლეებმა 2024 წელი გააცილეს და 2025 წელს შეეგებნენ.

ზეიმის მიმდინარეობაში ყველა მონაწილე დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, სკეტჩები გამართეს და ახალი წლის შესახებ ისაუბრეს. 

ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოებისა და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...