დიდი ჭყონის N1 სკოლაში კურსდამთავრებულის სპორტული წარმატებით ხარობენ - მარიამ გოროზია ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის I ლიგაში ითამაშებს
27-01-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. მათ შორისაა ფეხბურთელი მარიამ გოროზია, რომელიც ქალაქ ჩხოროწყუს საფეხბურთო კლუბში მიიწვიეს.

მარიამი საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის I ლიგაში ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებული რამდენიმე წლის წინ საქართველოს ფეხბურთელ გოგონათა ნაკრებში გამოდიოდა. ის არის აგრეთვე ორი წიგნის ავტორია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მარიამის წარმატებაში ძირითადი წვლილი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელს, ბუთხუზ ნადარაიას მიუძღვის შემდეგ კი მარტვილის საფეხბურთო სკოლას (ჯესი სურმავა, აბესალომ ქაჯაია).

„მასწავლებელი უზრუნველყოფდა მარიამის აქტიურ ჩართულობას სპორტის გაკვეთილზე. ამით ხელს უწყობდა მის განვითარებას და ნიჭის გამოვლენას“, - ამბობენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მარიამს წარმატებას და წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203