თბილისის N28 საჯარო სკოლაში განათლების საერთაშორისო დღეს ინგლისურენოვანი პროექტი მიეძღვნა 
27-01-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და საინტერესო ინიციატივებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა განათლების საერთაშორისო დღეა. 

ამ დღის აღსანიშნავად, თბილისის N28 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის გაკვეთილზე მომზადდა პროექტი. 

მე-10 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ქეთევან დავლიანიძის ხელმძღვანელობით,  განათლების საერთაშორისო დღის დაარსების ისტორიაზე, ზოგადად სწავლის მნიშვნელობაზე ინგლისურ ენაზე ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს განათლების უფლება. 

მოსწავლეებმა საგნის ცოდნა წარმოაჩინეს და ენობრივი მარაგი გაიმდიდრეს. 

აღსანიშნავია, რომ 24 იანვარს განათლების საერთაშორისო დღე მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ამ თარიღის დაწესება გლობალური მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფის კუთხით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინკლუზიური განათლების სისტემის შექმნის მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203