ჟდანოვის, კარწახისა და სპასოვკის N1 საჯარო სკოლების მოსწავლეები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონულ თამაშებში იასპარეზებენ 
27-01-2025

2025 წლის თებერვლიდან იწყება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული თამაშები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული სკოლების გუნდები.

მათ შორის არიან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი,  სეროფე ბენგოიან-ლევონიანისჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის გოგონები. 

გუნდები სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ თამაშებში, მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში იასპარეზებენ. 

სკოლებში მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და გამარჯვებას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203