
ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო და მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა თუ პროექტი ეწყობა.
მათ შორის, სკოლაში ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე საინტერესო კონფერენცია - „თანამედროვე ტექნოლოგიები ადამიანის ჯანმრთელობის სამსახურში“ გაიმართა. მას ბიოლოგიის მასწავლებელი ელენა ბუაძე უძღვებოდა.
კონფერენციის ფარგლებში, მოსწავლეებმა 10 ყველაზე საშიში ბაქტერიული დაავადებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. გარდა ამისა, საინტერესო ბუკლეტი - „დაავადების პრევენცია“ მოამზადეს.
ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: