
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეთა თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ახლახან, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-5ბ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ინგა ჩადუნელი) იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
მოსწავლეებმა ნახეს მულტიმედიური, ექსპერიმენტული სპექტაკლი, სახელწოდებით - „ოდისეა“, სადაც გაეცნენ მითოლოგიურ გმირებს და უდიდესი შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.
იხილეთ ფოტოები: