
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა დატვირთული.
ამის დასტურია ის სახალისო და შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში ტარდება.
მათ შორის იყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, რომელიც სკოლაში გაიმართა.
გამოფენა მოქალაქეობის პედაგოგის - ნინო ხვედელიძის და მე-10, მე-11 კლასების მოსწავლეების ჩართულობით, პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
გამოფენაზე წარდგენილი იყო სხვადასხვა სახის ნივთები, რამაც როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დამთვალიერებლების დიდი გაოცება და მოწონება დაიმსახურა.
„მადლობა პროექტში ჩართულ თითოეულ მოსწავლეს და მათ პედაგოგს.
ვიმედოვნებთ, მომავალში აღნიშნული პროექტი უფრო ფართო მასშტაბებს მოიცავს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ვიდეო ბმულზე