„ნაძვნარა ტყის ზღაპარი“ - რგანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება
24-01-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.

მათ შორის იყო I სემესტრის ბოლოს გამართული საახალწლო ღონისძიება -„ნაძვნარა ტყის ზღაპარი“.

ღონისძიება სკოლაში I, II, III, IV და V კლასების მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა.

ბავშვებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გულწრფელობითა და სრული პასუხისმგებლობით განასახიერეს ზღაპრის პერსონაჟები.

„მოსწავლეებმა მოგვილოცეს ახალი, 2025 წელი და ლამაზად, სასიამოვნო ემოციებით გააცილეს 2024 წელი“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ VI და VII კლასების მოსწავლეები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას საქართველოს კუთხეების საახალწლო სუფრის ტრადიციების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააცნეს.

რგანის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ხელმძღვანელებს: ირინა ვეშაპიძეს, მაია ხვედელიძეს და ყველა პედაგოგს ვისაც ცოტაოდენი წვლილი მიუძღვის ამ დღის გალამაზებაში.

„დაე, ყოფილიყოს ისეთი ახალი, 2025 წელი როგორიც ჩვენმა ანგელოზმა ბავშვებმა ინატრეს და გვისურვეს. გილოცავთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203