ბეკამის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სახალისო და მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება
24-01-2025

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2024 წელი დიდი ჟრიამულით გააცილეს. ახალი, 2025 წლის აღსანიშნავად კი სკოლაში, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ზღაპრის გმირები „გააცოცხლეს“. მათ ასევე იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ღონისძიება იყო მრავალფეროვანი და სახალისო, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მუსიკის პედაგოგი მაია ნიკოლაიშვილი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას, ასევე მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203