1-წლიანი და 2-წლიანი მაგისტრატურა - დამტკიცდა დარგობრივი მახასიათებელი კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისთვის
24-01-2025

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დამტკიცდა უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი, რომელიც შეეხება ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტს.

დარგობრივ  მახასიათებელში  აღწერილია  ინტელექტუალური  საკუთრებისა  და ინოვაციების  მენეჯმენტის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად საჭირო მინიმალური სწავლის შედეგები, სწავლა‐სწავლებისა  და  შეფასების  მეთოდები  და  სხვა  არსებითი  მახასიათებლები, ასევე დოკუმენტში გაწერილია მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად აუცილებელი სწავლის შედეგები:

არანაკლებ 120 კრედიტიანი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში:

ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის მაგისტრი (Master of Intellectual  Property and Innovation Management); 

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების  მენეჯმენტში (Master of Business Administration in Intellectual Property and Innovation Management);  

არანაკლებ 60 კრედიტიანი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში:

ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის მაგისტრი (Master of Intellectual  Property and Innovations Management);

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების  მენეჯმენტში (Master of Business Administration in Intellectual Property and Innovation Management)

აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ინტელექტუალური საკუთრებისა და  ინოვაციების მენეჯმენტში Executive Master of Business Administration (EMBA) in Intellectual Property and Innovation Management. 

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...