სატივის საჯარო სკოლის I-II კლასებში საინტერესო ვიქტორინა ჩატარდა
24-01-2025

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.

ასეთი საინტერესო იყო I-II კლასებში ჩატარებული ვიქტორინა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

ვიქტორინა ქართულ ენასა და მუსიკაში ჩატარდა. მას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები სოფო ლომსაძე და შორენა მაღლაკელიძე. მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს ცოდნა წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიქტორინას მიზანი მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, გუნდური მუშაობის უნარების განვითარება, შეძენილი ცოდნის გამოვლენა იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203