ზღაპრული წინასაახალწლო დღეები თბილისის N31 საჯარო სკოლაში
24-01-2025

თბილისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეებს წინასაახალწლო დღეებიც დღესასწაულად ექცათ.  

შობა-ახალი წელი, რომ სასწაულების პერიოდია - ამაში, სკოლის III კლასის მოსწავლეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ.

მოსწავლებს, საახალწლო ზეიმზე - „ახალი წლის სასწაული“,  სტუმრად ეწვია ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მომღერალი - ნუგზარ კვაშალი, რომელმაც პატარები ძალიან გაახარა და განსაკუთრებული საზეიმო განწყობაც შეუქმნა.

„უამრავი სიურპრიზი და საჩუქრების ზღვა, ჩვენი პატარებისთვის საოცარი და შთამბეჭდავი დღე“, - ასე შეაფასეს სკოლაში დაუვიწყარი ზეიმი, რომელიც პედაგოგისა და საბავშვო მწერლის - ნათია აბულაძის ორგანიზებით მოეწყო. 

საზეიმო განწყობას, დიდი ჟრიამულით შეუერთდნენ მე-3 კლასის მოსწავლეებიც, დამრიგებელის - ხათუნა ოდელაძის ხელმძღვანელობით. მათი სემესტრის ბოლო აქტივობა - „საახალწლო თამაშები“, გახლდათ. 

თამაშები ძალიან სახალისოდ ჩატარდა, რამაც ბავშვებში სასიამოვნო მღელვარება და დიდი სიხარული გამოიწვია. მათ ასევე საკუთარი ხელით დაამზადეს საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოები და ბარათები -„ჩემი საახალწლო ნატვრა“, სადაც საკუთარი სანუკვარი ოცნებები ჩაწერეს.

მე-3 კლასში ასევე  განხორციელდა პროექტი - „საახალწლო ტრადიციები საქართველოში და მსოფლიოს ქვეყნებში“. მოსწავლეებმა გაიგეს მრავალი ახალი და უცნაური ტრადიციის შესახებ, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ახალი წლის დადგომას უკავშირდება.

მეხუთე კლასის მოსწავლეებმა კი, შობა-ახალი წელი იტალიური ლექსებით მიულოცეს სასკოლო საზოგადოებას. მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილი იტალიელი პოეტების: ტერეზა რომეი კორეჯის (Poesia: All'anno Nuovo di Teresa Romei Correggi), ჯანი როდარისა ("Filastrocca di Capodanno",L’anno nuovo (di G. Rodari) და ვივიან ლამარკეს ( Buon anno, Buon anno! di Vivian Lamarque) საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ლექსები.

მათი პედაგოგი მადონა ბოკუჩავა გახლდათ. 

საზეიმო ჟრიამულის მიღმა არც მე-7 კლასი დარჩენილა, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნომრებითა და საუკეთესო სურვილებით, მოსწავლეებსა და პედაგოგებს 2025 წელი მიულოცეს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203