ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში, სასწავლო სემესტრი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაგვირგვინდა.
სკოლაში საახალწლო ზეიმი - „ახალი წელი-ოცნებების ასრულების დრო“, გაიმართა, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა სიტყვა, ლექსი, სიმღერა, სკეჩი თუ სახალისო თამაშები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ ზეიმით, კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო არაფორმალური განათლების ინტეგრირების მნიშვნელობა ფორმალურ განათლებასთან.
აღსანიშნავია, რომ ქიმიის მასწავლებელმა - თინათინ ბერიძემ, რომელიც ამასთანავე მეშვიდე კლასის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი გახლავთ, ამ კლასის ყველა მოსწავლეს საკუთარი ხარჯით საახალწლო საჩუქრები გადასცა.
„მადლობა მას მხარდაჭერისათვის! მოსწავლეებისთვის ეს აქტივობა არა მარტო გართობის, არამედ ახალი ცოდნა-გამოცდილების შეძენის შესაძლებლობად იქცა“, - აღნიშნავენ სკოლაში, მადლობას უხდიან პედაგოგს, აქტიურ მოსწავლეებს და ახალ წელს ულოცავენ.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: