დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად 342 წიგნი გადაეცა 
24-01-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, ბიბლიოთეკა აქტიურად ფუნქციონირებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის გულშემატკივარმა და მხარდაჭერმა - ჯული თორდინავამ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, სკოლის ბიბლიოთეკას 342 წიგნი აჩუქა.

სასკოლო საზოგადოება მას მადლობას უხდის საინტერესო წიგნებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203