ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული სადღესასწაულო სანახაობა 
24-01-2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და შემოქმედებითი მოსწავლეები სწავლობენ. 

ისინი სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. მათ შორის, სკოლაში, 2024-2025 სასწავლო წლის ბოლოს, ლამაზი ღონისძიება გაიმართა. 

ზეიმის ფარგლებში, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და სასკოლო საზოგადოების წინაშე სხვადასხვა ნომერი წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ მე-2 კლასის მოსწავლე დანიელმა მაიკლ ჯექსონის ცნობილი ცეკვა შეასრულა, რითაც ყველას აღფრთოვანება დაიმსახურა. 

სადღესასწაულო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. მოსწავლეებმა სანტების ფორმებიც მოირგეს. 

იხილეთ ვიდეოები:

ვიდეო;  ვიდეო;  ვიდეო ვიდეო;  ვიდეო;  ვიდეო;  ვიდეო ვიდეო;  ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...