„ნუცის საშობაო ზღაპარი“ - ნიჯგორის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სადღესასწაულო ღონისძიება 
24-01-2025

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ამას ადასტურებს I სემესტრის მიწურულს გამართული საახალწლო ღონისძიება სახელწოდებით - „ნუცის საშობაო ზღაპარი“.

„ზღაპრის გმირის საშობაო ნატვრაა შეხვდეს პერსონაჟებს სხვადასხვა ზღაპრიდან. ჩვენი საოცარი პატარები კი მას ამ ნატვრას აუხდენენ. ის იმოგზაურებს ჯადოსნურ და ზღაპრულ სამყაროში ელფებთან, ფიფქიასთან, წითელქუდასთან, პეპისთან, ნაცარქექიასთან და ზღაპრის სხვა გმირებთან ერთად“, - გვიყვებიან სკოლაში.

სკოლაში აღნიშნულმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა. დასასრულს თოვლის ბაბუაც გამოჩნდა და ჩვენი ბავშვები გაახარა.

სკოლაში მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობას უხდიან და შობა-ახალ წელს ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203