თბილისის N37 სკოლის პედაგოგი თამარ ჩხაიძე ემიგრანტებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს თანაავტორია
24-01-2025

თბილისის N37 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი.

სწორედ ასეთი პედაგოგია თამარ ჩხაიძე, რომლის პროფესიულ წარმატებას სკოლის დირექცია დიდი სიხარულით გვიზიარებს. 

თამარ ჩხაიძე გახალავთ სახელმძღვანელოს - „33 გასაღები“ ავტორი. სახელმძღვანელო განკუთვნილია საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებში ქართული ენის სწავლების დონის ასამაღლებლად.

სასკოლო საზოგადოება ულოცავს ქალბატონ თამარ ჩხაიძეს წარმატებას.

„ფასდაუდებელია, ის წვლილი, რომელიც მას შეაქვს თანამემამულეთა ეროვნული იდენტობის გაძლიერების საქმეში. ვუსურვებთ მას მრავალი სასიკეთო საქმის აღსრულებას!“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203