
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს: გვანცა კაპანაძეს და ანა ლორთქიფანიძეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლაში მათი მიღწევებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ
„გილოცავთ და გვეამაყებით ბავშვებო! კიდევ მრავალჯერ გესახელებინოთ თქვენი სკოლა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: