
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი საზეიმო განწყობითა და დიდი ზარ-ზეიმით დაგვირგვინდა.
სასკოლო საზოგადოებამ, სივრცე საახალწლო დეკორაციებით მორთო, ააციმციმეს სკოლის მთავარი ნაძვის ხე და ერთმანეთს საუკეთესო სურვილები უსურვეს.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი ღონისძიებებიც შესთავაზეს და თავიანთი შემოქმედებითი უნარებით სასიამოვნოდ გააოცეს.
სწორედ ასე, პოზიტიურ ნოტაზე დაგვირგვინდა 2024 წელი და სასწავლო წლის პირველი სემესტრი მესტიის N3 საჯარო სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: