მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი და შემოქმედებითი ღონისძიებებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, IV კლასის მოსწავლეებმა „რწყილი და ჭიანჭველა“ სვანურად - „ზსყ ი მრშკ“, გაითამაშეს და სასკოლო საზოგადოება თავიანთი არტისტიზმითა და საშემსრულებლო ოსტატობით მოხიბლეს.
„ვილაპარაკოთ სვანურად“, - ეს გახლდათ დღის მთავარი გზავნილი.
„ცელქი და ნიჭიერი IV კლასი და მათი დამრიგებელი თამარ შუკვანი“, - ასე შეაფასეს სკოლაში პატარა მსახიობები და მათი „რეჟისორი“, კლასის ხელმძღვანელი თამარ შუკვანი.
იხილეთ ვიდეო: