„1924 წლის აჯანყება — 100“ - ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა 
24-01-2025

ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მიზნის მისაღწევად, კი არაერთი საინტერერესო ღონისძიება, აქტივობა თუ სასწავლო მეთოდი და სტრატეგია გამოიყენება. 

ახლახან, კი სკოლაში ჩატარდა საინტერესო კონფერენცია თემაზე - „1924 წლის აჯანყება — 100“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ X კლასის მოსწავლეები (ისტორიის მასწავლებელი: ქეთევან კობეშავიძე, კლასის ხელმძღვანელი: მაკა გუბელაძე).

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო თემები. მათ ისაუბრეს აჯანყების გამომწვევ მიზეზებზე, მიმდინარეობასა და შედეგებზე.

შეხვედრის ბოლოს დაისვა შეკითხვები, რომლებსაც კონფერენციის მონაწილეებმა ამომწურავად უპასუხეს. 

კონფერენცია მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა, თემის ირგვლივ მათ ბევრი ახალი ინფორმაცია მოიძიეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203