გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი სადღესასწაულო ღონისძიება
24-01-2025

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. 

აღსანიშნავია, რომ იქ საახალწლოდ ამაღლებული საზეიმო განწყობა იგრძნობოდა. მოეწყო ლამაზი ღონისძიებაც, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი ნომერები გამართეს. 

მათ სასკოლო საზოგადოებას დავიწყარი ზეიმი აჩუქეს. სკოლაში ახალი წელი ყველას მიულოცეს და წარმატება უსურვეს.

„სიახლეების, სიკეთის, მშვიდობის მოლოდინით მოგილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, ხვავსა და ბარაქას, ქალ-ვაჟთა სიმრავლეს და უამრავ წარმატებას“,- აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203