
ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო დღეები ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.
სკოლის X კლასის მოსწავლეები გაეცნენ თუ როგორ აღინიშნება ახალი წელი საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და სხვადასხვა ქვეყანაში.
მოსწავლეებმა სადღესასწაულო ტრადიციების შესახებ გააკეთეს პრეზენტაციები და კედლის გაზეთები, რომლებიც გამოფინეს თვალსაჩინო ადგილას.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: