„ერთად შევძლებთ ყველა დაბრკოლების გადალახვას და ახალი მწვერვალების დაპყრობას!“-კორბოულის N1 სკოლაში 2025 წელს ახალი გეგმებითა და მიზნებით შეხვდნენ
24-01-2025

ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ იქ წარმატებული პირველი სემესტრი საზეიმოდ დასრულდა. გაიმართა ლამაზი საახალწლო ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

სკოლაში პირველი სემესტრი შეაჯამეს და ყველას წარმატება უსურვეს. 

„ძვირფასო სასკოლო საზოგადოებავ,

სკოლის ადმინისტრაციის სახელით, გულითადი მადლიერება გვინდა გამოვხატოთ თითოეული თქვენგანის მიმართ. ეს სემესტრი სავსე იყო შრომით, გამოწვევებითა და წარმატებებით, და სწორედ თქვენ – ჩვენი მშობლების, მოსწავლეებისა და პედაგოგების ერთიანობით – შევძელით ეს ყველაფერი.

მადლობა თქვენ სითბოსთვის, ძალისხმევისთვის და იმ განწყობისთვის, რომლითაც ეს გზა გავიარეთ. თქვენ ხართ ჩვენი სკოლის სული და ძალა, რომელიც კიდევ უფრო გვამშვენებს და გვაძლიერებს.

გვინდა, მოგილოცოთ შობა და ახალი წელი, რომელიც დარწმუნებულნი ვართ იქნება სიყვარულით, კეთილდღეობითა და სიხარულით სავსე. გისურვებთ, რომ 2025 წელი იყოს ახალი შესაძლებლობებისა და წარმატებების წელი – წელი, რომელიც თქვენს ოჯახებსა და ჩვენს სკოლას კიდევ უფრო დიდ სიხარულს მოუტანს.

ჩვენ ერთობლივად შევძლებთ ყველა დაბრკოლების გადალახვას და ახალი მწვერვალების დაპყრობას! ისევ ერთად ვიზრუნებთ ჩვენი მომავალი თაობის უკეთეს მომავალზე“,- აღინიშნა სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...