ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ესთეტიკური ხედვისა და მხატვრული ნიჭის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადრება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და მოტივაციაზე აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია წინასაახალწლო დღეებში გამართული ხელნაკეთი ნაძვის ხეებისა და საახალწლო დეკორაციების გამოფენა.
მოსწავლეებმა გამოფენისთვის მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და სკოლაში ზღაპრული განწყობა და ემოციები დაატრიალეს.
იხილეთ ფოტოები: