საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლას აქტიური და მოტივირებული სასკოლო საზოგადოება ჰყავს.
ახლახან, პედაგოგებმა უცნაური საჩუქრები - ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივ პროდუქტებზე დამზადებული საპონი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ საპნები, სასკოლო პროექტის ფარგლებში, მეორე კლასის მოსწავლეებმა, მშობლების აქტიური დახმარებითა და ხელშეწყობით, დაამზადეს.
ჩიხის საჯარო სკოლის დირექცია პროექტის ორგანიზატორ მასწავლებელს - ირმა იაკობაშვილს, მონაწილე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, საინტერესო და შრომატევადი საქმიანობისთვის, მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები: