დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ
24-01-2025

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მათ აკადემიურ მიღწევებზე აისახება. აღსანიშნავია, რომ სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.

მათ შორის არიან მარიამ ქუშაშვილი და ნათია ფიცხელაური.

სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს - მარიამ ქუშაშვილს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ვერცხლის, ხოლო მარიამ ქუშაშვილს ოქროს მედლები გადაეცათ.

სასკოლო საზოგადოება მათი მიღწევებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„სკოლა ულოცავს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ამ დიდ წარმატებას. გისურვებთ ეს დასაწყისი იყოს თქვენი მრავალი უდიდესი წარმატების“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203