ტობანიერის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა 
24-01-2025

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო სასკოლო ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან. 

მათ შორის, საახალწლო პერიოდში სკოლის ისტორიას კიდევ ერთი ულამაზესი დღე შეემატა, რომელიც საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო, შინაარსიანი, სახალისო და ფერადი ამბები ოქროს ასოებით ამოქარგეს. 

მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები უდიდესი წარმატებით გამოავლინეს, სასკოლო საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს და ყველა მონუსხეს. აღსანიშნავია, რომ სკოლაში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. 

„გულწრფელი მადლობა თითოეული კლასის დამრიგებელს, გაწეული შრომისთვის! მეამაყებით! მადლობა ჩვენს ყოჩაღ ბავშვებს! თქვენ ჩვენი ხვალინდელი დღე და ნათელი მომავალი ხართ! მადლობა მშობლებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203