„ბავშვები - ბავშვებისთვის“- ქუთაისის N45 სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, მეგობარი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებელს უმასპინძლეს
24-01-2025

ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლებს შორის თამანშრომლობას, ამ კულტურის გაღვივებასა და ერთობლივად, საინტერესო პროექტებზე მუშაობას. 

ამჯერად, ქუთაისის N45 საჯარო სკოლას ესტუმრნენ, სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ისტორიის პედაგოგი ნათია დავითაია და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტი პროექტის - „ბავშვები ბავშვებისთვის“, ფარგლებში გაიმართა. 

„მადლობა მათ ჩვენი აღსაზრდელების, ძალიან საინტერესო, პროექტში: „ბავშვები ბავშვებისთვის“,  ჩართვისთვის და ჩვენი მოსწავლეების გახარებისთვის. ასევე დიდი მადლობა, ამავე სკოლის პედაგოგს, ქალბატონ მანანა გრიგოლავას და ნათია დავითაიას. იმედია, ჩვენი სკოლების მეგობრობა გაგრძელდება და კიდევ ბევრ ლამაზ დღეს ვაჩუქებთ ერთმანეთს“, - აღნიშნეს სკოლაში და გამოთქვეს სურვილი, მომავალი, აქტიური თანამშრომლობისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203