ქუთაისის N45 სკოლის დირექტორი ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა  
24-01-2025

ქუთაისის N45 საჯარო სკოლას მიზანდასახული, განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული დირექტორი ნინო ჩიხლაძე ხელმძღვანელობს, რომლის მთავარი მოტივაციაც სკოლისა და სასკოლო საზოგადოების წარმატებაზე ზრუნვაა. 

ამჯერად, სკოლის ლიდერს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, წარმატებული თანამშრომლობისთვის, მადლობის სიგელი გადასცა. 

სკოლაში ამაყობენ დირექტორის წარმატებული საქმიანობით და მისი შრომის დაფასებისთვის მადლობას უხდიან რესურსცენტრს. 

„N45 საჯარო სკოლა მადლობას უხდის ქალბატონ მაიკო ცქიტიშვილს 2024 წლის სასიამოვნო შეჯამებისთვის და დიდი მოტივაციისთვის. ბედნიერი 2025 წელი“, - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203