ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძველი აღმოსავლეთის არქიტექტურა მაკეტებით გააცოცხლეს 
24-01-2025

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი შემართებით ერთვებიან.

ამჯერად, მოსწავლეები დაინტერესდნენ ძველი აღმოსავლეთის არქიტექტურით და ის მრავალფეროვანი მაკეტებით გააცოცხლეს. 

საბა ხურცილავამ ნაშრომში მდინარე ნილოსზე ეგვიპტის სამეფო წარმოადგინა, თამუნა ჭანკოტაძემ კი პირამიდების მთელი კომპლექსი.

ასევე, აღსანიშნავია, სანდრო არეშიძის მიერ მოთხრობილი ისტორია შუამდინარეთის სახელმწიფოებზე.

„ყოჩაღ ჩემო ძვირფასებო“, - ამ სიტყვებით შეაქო პედაგოგმა შემოქმედებითი და ნიჭიერი მოსწავლეები და კვლავ არაერთ საინტერესო და შემოქმედებით აქტივობას დაჰპირდა. 

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203