კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ემოციური და შემოქმედებითად დატვირთული საახალწლო ღონისძიება 
24-01-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება.

მათ შორის აღსანიშნავია I სემესტრის მიწურულს გამართული საახალწლო ღონისძიება. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად დირექციამ საზეიმოდ მორთო სკოლა. ფოიეში დაიდგა და აინთო ულამაზესი საახალწლო ნაძვის ხე.

მოსწავლეებმა მშობლებს, მასწავლებლებს და თანატოლებს საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს. ბავშვების შემოქმედებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.

ღონისძიების ბოლოს კი მოსწავლეებს დირექტორმა - ნინო მელქოშვილმა თოვლის პაპის სახელით საჩუქრები გადასცა.

ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო. 

სასკოლო საზოგადოებამ ახალი 2025 წელი ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203