წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო სემესტრის მიწურულს მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და ემოციებით სავსე საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე, მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა წარადგინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარა არტისტების ენთუზიაზმა და შემოქმედებითმა მიდგომამ საახალწლო ზეიმი ნამდვილ დღესასწაულად აქცია.
დღე მხიარული, შთაბეჭდილებებით აღსავსე და ძალიან პოზიტიური აღმოჩნდა - ამ ნოტაზე კი, სკოლაში 2024 წელი და პირველი სასწავლო სემესტრი მიიწურა.
იხილეთ ვიდეო: