დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებასა და აკადემიურ მიღწევებზე აისახება.
ახლახან, სკოლის მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერები გადაეცათ. სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მიღწევები და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება.
„ჩვენი სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ პორტაბელური კომპიუტერები. ვულოცავთ და ვუსურვებთ მათ მომავალ წარმატებას! განსაკუთრებულად ვულოცავთ თამარ ბენაშვილს, რომელიც იმყოფება აშშ-ში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: