ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები იმართება. მათ შორის აღსანიშნავია, I სემესტრის მიწურულს სკოლაში გამართული საახალწლო ღონისძიება.
ღონისძიებაში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. საახალწლო ზეიმზე წარდგენილი იყო საახალწლო სპექტაკლები, სკეტჩები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე ყველა მოსწავლეს ჰქონდა საშუალება გამოევლინა ნიჭი და შესაძლებლობები. ბავშვებმა კი ეს შესანიშნავად მოახერხეს. მათ იცეკვეს, იმღერეს, საახალწლო ლექსები წაიკითხეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციური იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: