
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები 2025 წელს დიდი ზარ-ზეიმით შეეგებნენ.
მოსწავლეებმა, პედაგოგების ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი ღონისძიებების სერია გამართეს, საზეიმოდ გამოწყობილები სასკოლო საზოგადოების წინაშე წარდგნენ და მათ დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
აუდიტორია, ნიჭიერი მოსასწავლეების შემოქმედებითი უნარებითა და საშემსრულებლო ოსტატობით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა.
„გილოცავთ 2025 წელს მშვიდობა, სიყვარული, ბედნიერება და უფლის წყალობა დაგბედებოდეთ! იხარეთ, იმრავლეთ და იდღეგრძელეთ მრავალჟამიერ!“,- ამ სიტყვებით მიიწურა 2024 წელი და პირველი სასწავლო სემესტრი თიანეთის N2 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: