საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა წარმატება 
23-01-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის აქტიური და მოტივირებული მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში და წარმატებასაც აღწევენ. 

ახლახან, ️ყოველწლიურ საშობაო ფესტივალ „გენეთლიაში“ მონაწილეობისთვის თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის X (დამრიგებელი თამთა ხარატიშვილი) კლასის მოსწავლე საბა ბალახაძე გორის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიამ დააჯილდოვა. საბამ ღონისძიებაზზე წარადგინა საკონფერენციო თემა - „ათანასე დიდის ბრძოლა არიანელობის წინააღმდეგ“ და წარმატებაც მოიპოვა. 

️ასევე, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე (დამრიგებელი თეონა მოდებაძე) გიორგი ჭიაბრიშვილმა მონაწილეობა მიიღო მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატში. მან დაიკავა მესამე ადგილი და დაჯილდოვდა სამადლობელო სიგელით.

️გიმნაზია ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203