საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა სპექტაკლად ქცეული „მგზავრის წერილები“ დიდ სცენაზე ნახეს
23-01-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა, რომლებიც სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს იყენებენ, ამჯერად თეატრალურ ხელოვნებას მიმართეს. მათი ხელმძღვანელობით, მე-11 კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლად ქცეული „მგზავრის წერილები“ დიდ სცენაზე ნახეს. 

ახლახან, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის Xl კლასის მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ. ისინი დაესწრენ სპექტაკლს - „მგზავრის წერილები“, რომლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი გახლავთ. 

აქტივობა განხორციელდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების - ციცინო (ნანა) ანთაძისა, თეონა მოდებაძის ხელმძღვანელობით. 

Xl კლასელები სასკოლო პროგრამით თემატურად ახლა გადიან ამავე ნაწარმოებს და ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასეთი აქტივობები კი ხელს უწყობს მასალის ათვისებას, გააზრებასა და დამახსოვრებას.

აღსანიშნავია, რომ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია ყოველთვის გამოირჩევა მსგავსი აქტივობების განხორციელებით. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203