გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ტურით ათენს სტუმრობდნენ
23-01-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად იმყოფებიან უძველესი ცივილიზაციის ცენტრში – ათენში.

ტური მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მოსწავლეები საბერძნეთის დედაქალაქი დიდი ინტერესით დაათვალიერეს, გაეცნენ უძველესი ცივილიზაციის დღემდე შემორჩენილ კულტურულ ძეგლებს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ გამოცდილებით ისინი:

  • შეისწავლიან ანტიკური სამყაროს ისტორიასა და კულტურას;
  • გაიღრმავებენ ცოდნას და მიიღებენ შთაგონებას;
  • გააძლიერებენ მეგობრობას და შექმნიან საუკეთესო მოგონებებს.

წინ კი ბევრი ახალი საგანმანათლებლო თავგადასავალი ელით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203