წალკის N1 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, ახალგაზრდა ფეხბურთელი დარინა დიასამიძე 17 წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს
23-01-2025

წალკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილი და წახალისებულია, მათი სპორტული მიღწევები კი საამაყოა. 

ამჟამად, სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლის - დარინა დიასამიძის სპორტული წარმატებით ხარობენ. 

ახალგაზრდა სპორტსმენი, წალკის საფეხბურთო კლუბ „ეძანის“ ფეხბურთელი დარინა დიასამიძე  17 წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ხარობენ და წინსვლას და სპორტული მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„წალკის პირველების კიდევ ერთი სპორტული მიღწევა! ჩვენი სკოლის მე-9 კლასელი, წალკის საფეხბურთო კლუბ „ეძანის“ ფეხბურთელი - დარინა დიასამიძე ოფიციალურად მიიწვიეს 17 წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში!

წარმატებები, დარინა კი იცი, როგორ გგულშემატკივრობთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...