ლამაზი ღონისძიებით გააცილეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2024 წელი ღონისძიებით გააცილეს, ახალ წელს კი დიდი ზარ-ზეიმით შეეგებნენ.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის თეატრალური წარმოდგენები გაითამაშეს, შეასრულეს მუსიკალური ნომრები, ბევრი იხალისეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ახალი წლის სიხარული გაუზიარეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა საჩუქრები გაცვალეს და ყველას ბედნიერი და წარმატებული წელი უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ გომანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები: