ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო ღონისძიება 
23-01-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარებას, ისე მათი განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება. 

ღონისძიებების განსაკუთრებით გამოირჩეოდა წინასაახალწო პერიოდი, მოსწავლეები 2025 წელს დიდი ზარ-ზეიმით შეეგებნენ. 

საღესასწაულო კოსტუმებში გამოწყობილებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს. მათ შორის თეატრალური წარმოდგენები გაითამაშეს, ქართული ცეკვები და მუსიკალური ნომრები შეასრულეს და სკოლაში საზეიმო განწყობა დაატრიალეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203